აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც საქართველოში იმყოფება, ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი პირობების შესახებ წერს.
ცისნამი საყვარლიშვილი ამბობს, რომ დასასვენებლად იმყოფება მშობლიურ სოფელში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, სადაც „ნომერი პირველი პრობლემა სასმელი წყალია“.
„ჩამოვედი სოფელსა შინა, მამაპაპურ სახლში. ჩამოვურბინე ძირი მეზობლებს. 16 წლის ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და სოფელი დავტოვე.
იქიდან მოყოლებული არაფერია შეცვლილი, თითქოს ღმერთსაც დავიწყებია აქაურობა, ადგილობრივ მთავრობასაც და სამყაროსაც.
21-ე საუკუნეა და მოსახლეობის ნომერი პირველი პრობლემა სასმელი წყალია.
ვისაც მანქანები ჰყავს, მანქანებით ეზიდება დაბურღულებიდან, მოხუცებს კი ცხენის და ვირის ტაჭკებით მოაქვთ.
ელემენტარული პირობები რომ არ გექნება ადამიანს. არ არსებობს კანალიზაცია. ხალხი ისევ ამ „უბორნიით“ სარგებლობს.
ყველას უჭირს, ყველა დაბერებულია და ბავშვების ხმა არ ისმის უბანში, სადაც ყოველ ზაფხულს 40 ბავშვი ვიყავით.
სოფლის განვითარებაზე არავინ ფიქრობს. სამაგიეროდ თბილისია მეგაპოლისი.
ნუ დაივიწყებთ სოფლად მცხოვრებ ხალხს. მათ თქვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. შეიძლება რამდენიმე იყოს კარგად. უმეტესობა გაჭირვებაშია. უნდა დავეხმაროთ სოფელს, ავაღორძინოთ და ხალხის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.
ასე ცხოვრება 21-ე საუკუნეში მაგრად „ტეხავს“. ამაღამ მომიწევს პრუჟინიან ლოგინზე წოლა ან პაპაჩემის „კუშეტკაზე“.
არ ვიწუწუნებდი ასე მაგრად რომ არ ცხელოდეს და ჩემხელა კოღოები არ მასხდებოდნენ“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
ჩამოვედი სოფელსა შინა, მამაპაპურ სახლში. ჩამოვურბინე ძირი მეზობლებს. 16 წლის ვიყავი სკოლა რომ დავამთავრე და სოფელი…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on პარასკევი, 11 აგვისტო, 2023
