LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ, რომ ეს კაცი გადარჩეს, შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

690
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული 2 წლის ანასტასია დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა.

ანასტასია მეწყერის ჩამოწოლის დროს შოვში იმყოფებოდა დედასთან და ორ ძმასთან ერთად, რომლებიც ასევე სტიქიას ემსხვერპლნენ.

დუდაშვილების ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს ანასტასიას მამაზე, რომელიც შოვში მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ყოველდღე სტიქიის ზონაში იყო:

„20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი. ახლა ღმერთს მხოლოდ ის უნდა ვთხოვოთ, რომ ეს კაცი გადარჩეს. უბრალოდ გადარჩეს. დანარჩენი შანსი არაა მოახერხოს. შოვის ამბავს ტრაგედია არა, ჯოჯოხეთი ჰქვია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

 

20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, სრული შემადგენლობით. ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა. ასეთია სინამდვილეში…

Posted by Nanuka Zhorzholiani on ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 29 დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის კიდევ ოთხ ადამიანს – 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულ ნატო ჭელიძესა და მის სამ მცირეწლოვან შვილს შაბათს დაკრძალავენ

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე… გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ – რას ჰყვება ახლობელი შოვის სტიქიის დროს დაღუპულ დედასა და სამ შვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები