LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Daimler-ის აქციონერმა შიშველი სიარულის უფლება ითხოვა

42

Daimler-ის აქციონერების მორიგი შეკრება ერთ-ერთი მონაწილის გამოსვლამ კინაღამ ჩაშალა. როგორც Bloomberg იუწყება, ვილმ დიტრიხ მიულერმა მოითხოვა შეკრებაზე სამოსის გარეშე მისვლის ნება მიეცათ.

გერმანელმა მეწარმემ კონცერნის ხელმძღვანელობასთან დაიჩივლა, რომ მას არ აძლევენ უფლებას ყოველწლიურ შეკრებაზე შიშველი მივიდეს. ერთ-ერთმა ტოპ მენეჯერმა მიულერს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ჩაცმული მივიდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, გერმანელი არაერთხელ ეცადა სხვადასხვა ღონისძიებაზე შიშველი მისულიყო, ის მრავალ ფირმაში რამდენიმე აქციას ფლობს და ყოველ წელს შეკრებებზე აბსურდული თხოვნებით გამოდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები