LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა მუსტანგის გამონაბოლქვის ხმისგან რინგტონი გააკეთა

83

კომპანია Ford-მა გამონაბოლქვის ხმისგან რინგტონი შექმნა და ფაილი ქსელში განათავსა, რომლის გადმოწერაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ჩანაწერი გამონაბოლქვის მილებთან დამაგრებული მიკროფონების საშუალებით გაკეთდა. რინგტონად 2018 წლის სამოდელო რიგის GT-ის ხმა იქცა. განახლებულმა მოდელმა ახალი გამონაბოლქვის მილი და ხმოვანების შეცვლის სისტემა მიიღო.

სხვა რეგულირებადი გამონაბოქლვის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მაღალი ჟღერადობიდან დაბალზე გადართვისთვის და პირიქით არის განკუთვნილი, ახალი სისტემა უფრო მრავალფეროვან ჟღერადობას არჩეული რეჟიმის, სიჩქარისა და ძრავის ბრუნების მიხედვით განაპირობებს.

განახლებული Mustang შეიცვალა გარეგნულად, მიიღო ციფრული მოწყობილობათა პანელი, ახალი ამორტიზატორები და ა.შ. შეიცვალა ძრავთა გამაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები