ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე მოხდა.
„ფორტუნას“ შსს – დან ინფორმაცია დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ რომ ადგილზე მისულ ჯგუფს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
რა გახდა მამაკაცის გადმოვარდნის მიზეზი, როგორც „ფორტუნას“ განუცხადეს ჯერჯერობით უცნობია.