დევიდ ბექჰემის ღალატის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ დევიდმა და ვიქტორიამ ხელმეორედ იქორწინეს. აღნიშნული ინფორმაცია ახლახან თავად ვიქტორიამ გააჟღერა. დიზაინერი ყვება, რომ ეს 2006 წელს მოხდა.
„მან სიურპრიზი მომიწყო, დევიდმა ფაქტობრივად გამიტაცა პირადი თვითმფრინავით. ორივეს ყოველდღიური ტანისამოსი გვეცვა. დევიდმა უეცრად სმოკინგი ჩაიცვა, ჩემთვის კი რობერტო კავალის თეთრი კაბა ჰქონდა მომზადებული. ეს ყველაზე რომანტიკული სიურპრიზი იყო“, – აცხადებს 48 წლის ვიქტორია.
მისი თქმით, დევიდმა ის ლონდონში, იმავე ადგილზე წაიყვანა, სადაც მათ პირველად შეჰფიცეს ერთმანეთს მარადიული სიყვარული.