LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი თმით ქუჩაშიც მარტივად მცნობენ…“ – 3 შვილის დედას ინდირა ღომიძე დადებითი კომენტარებით ანებივრებენ

3172
ინდირა ღომიძე

ულამაზეს გოგონას, გრძელი ჟღალი თმით და ქართული ცეკვის არაჩვეულებრივი შესრულებით, ალბათ, არაერთხელ მიუპყრია თქვენი ყურადღება სოციალურ ქსელში განთავსებული და ძალიან პოპულარული ვიდეოებით. ეს ქორეოგრაფი ინდირა ღომიძეა, რომელიც ახლა თავის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

სოციალურ ქსელში აქტიურობისა და იმ ულამაზესი ვიდეოების გადასაღებად როდის გრჩებათ დრო?

წინასწარ არ მაქვს ხოლმე გეგმა ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. უბრალოდ, ცეკვა მსიამოვნებს, ვიცი, რომ ლამაზი ვიდეო გამოვა, ვიღებ და ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ცეკვას ვგრძნობ, ბუნებრივი გამოდის და მაყურებლისთვის მომხიბვლელია ხოლმე. უამრავი ადამიანი მწერს. იმდენად თბილი და დადებითია შეფასებები ვერც აღგიწერთ. საერთოდ, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირია ზიზღი და მიხარია, რომ მე ასეთი არაფერი მიგრძნია. ცუდი კომენტარი, რომელზედაც გული დამწყდებოდა, არ შემხვედრია. პირიქით, ძალიან დიდ და დადებით ენერგიას მაძლევენ.

გამორჩეული და სახასიათო გარეგნობა გაქვთ. ვიზუალი რა როლს ასრულებს წარმატებაში?

კი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან მეხმარება. ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ ჩემი გრძელი, ჟღალი თმა, ხაზს უსვამს ჩემს ვიზუალს. ჩემი თმით ქუჩაშიც მარტივად მცნობენ. ასევე, აღნიშნავენ ხოლმე ჩემს ხასიათს, რომელიც ცეკვაში ჩანს.

და მთავარი ამბავი – სამი შვილის დედა ხართ, ამდენს მართლა როგორ უმკლავდებით?

ჩემი მეუღლის თანადგომითა და მხარდაჭერით ყველაფერს ვუმკლავდები. ძალიან რთულია, იყო სამი შვილის დედა. კარგად იცით, ამას რამდენი რამ სჭირდება, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კვირაში ერთი დღე გამოვყოთ და 24 საათი ჩვენს შვილებთან ერთად გავატაროთ. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა კვირაში ერთი დღე, თუმცა, დანარჩენი დღეების დღის პირველ ნახევარში და საღამოს ცხრის შემდეგაც, ძირითადად, სახლში ვართ, მათთან ერთად. მაქსიმალურად ვცდილობთ, დრო ერთად და თბილად გავატაროთ.

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები