ამერიკელი წყვილი შუა გზაზე მოძრაობისას სექსით დაკავდა, რა დროსაც ხეს დაეჯახა. სიტუაციას ის ფაქტი უფრო ართულებს, რომ ამ დროს ავტომობილის უკანა სავარძელზე მათი ბავშვიც იმყოფებოდა.
„The Independent”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვაშინგტონის შტატში მოხდა და ამ დროს საჭესთან ოჯახის მამა იჯდა. ავარიის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ავტომობილში შიშველი ცოლ-ქმარი დახვდათ და მათ მსუბუქი მოტეხილობები აღენიშნებოდათ. წყვილი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მძღოლს გარშემომყოფთათვის საფრთხის შექმნისთვის ბრალიც წაუყენეს. რაც შეეხება ავტომობილში მყოფ 3 თვის პატარას, საბედნიეროდ, მას არანაირი დაზიანებები არ მიუღია.