LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობას არაფერში ვაწუხებ.. დამაცადოს, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევინახო“ – გარემოვაჭრეების პროტესტი გორში 

154
Untitled design (74)

გორში გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – მოვაჭრეებს ქართლის ქუჩას ატოვებინებენ.

როგორც გორის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ილია რაზმაძე ამბობს, ადგილის დატოვების სანაცვლოდ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიული ტერიტორიები შესთავაზეს.

„ვთხოვეთ ხალხს, რომ მოიჯარე მხარეს მისცენ საშუალება – განახორციელოს სარემონტო სამუშაოები. იმედი მაქვს მივალთ შეთანხმებამდე და მოვაჭრეები გადავლენ რომელიმე სხვა ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა შესთავაზა,“ – ამბობს ილია რაზმაძე.

„მე რომ არ მიჭირდეს ქუჩაში არ გამოვიდოდი.. ვაწუხებ მთავრობას? მთავრობას არაფერში ვაწუხებ, დამაცადოს, რომ ჩემი თავი მე თვითონ შევინახო.. აქედან რომ წავიდე, რით გადავიხადო ბანკი?“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

„დაგვაცადონ, რომ ამ ახალ წელს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს რაღაც მივუტანოთ,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

mazda magti 5g