კანიე უესტი და ბიანკა ჩენსორი ამჯერად მაიამიში მდებარე რესტორანში გადაიღეს. უესტის მეუღლე კვლავ ძალიან გულახდილი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი, მას გამჭვირვალე ზედა ეცვა. მალევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიანკას მეგობარი უესტის ახალ სიმღერაზე ცეკვავს.
„აქ რა ხდება?“, „რა აცვია?“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ახლახან ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა. ბიანკას ბიკინი ეცვა, მის „ლუქს“ უცნაური ქუდი ასრულებდა, ხელში კი ფუმფულა სათამაშო კატა ეჭირა.
ცნობისთვის, უესტის ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა რეალითი შოუს უკანასკნელ სეზონში განაცხადა, რომ მას კარლ ლაგერფელდის კატა, შუპეტი დაესხა თავს. სწორედ ამიტომ, მედიაში წერენ, რომ ბიანკა თავისი ეპატაჟური გამოჩენით სწორედ კიმ კარდაშიანს დასცინის.
„როცა შენი ქმრის ყოფილს დასცინი“ – ბიანკა ჩენსორის ეპატაჟური „ლუქი“
„რა იქნება შემდეგი?“ – კანიე უესტისა და ბიანკა ჩენსორის ჭეშმარიტად „ქართული ლუქი“