LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბუ–დაბიში ჭუჭყიან ავტომობილების მფლობელებს აჯარიმებენ

60

აბუ–დაბიში ქუჩებს ჭუჭყიანი ავტომობილებისგან წმენდენ. გაურეცხავები ევაკუატორით მიაქვთ, მათ მფლობელებს კი მსხვილ ჯარიმას უწერენ. ამ გზით არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის მთავრობა ქალაქის ქუჩებში უწესრიგობას ებრძვის.

ინსპექტირება ჯერჯერობით აბუ–დაბის ორ საწარმოო ზონაში მოხდა, სადაც წესრიგის დამცველებმა 141 ავტომობილი წაიღეს და ჯარიმა 31 მძღოლს გამოუწერეს. 289 მძღოლი კი გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ მათი ტრანსპორტი სუფთა უნდა იყოს. ჩინოსნების აზრით, ასეთი ავტომობილები სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ჭუჭყიანი ავტომობილებისგან ქარს მტვერი გადააქვს. ავტომობილების სისუფთავეზე იმ მძღოლებმაც უნდა იზრუნონ, რომლებმაც ქალაქი დატოვეს, მაგრამ ტრანსპორტი აბუ–დაბის ქუჩებში დატოვეს. მათ წასვლამდე თავიანთი ავტომობილები ვინმეს უნდა ჩააბარონ, რომ სისუფთავე შენარჩუნდეს. დამრღვევებს ჯერ-ჯერობით ჯარიმებს 50%-იანი ფასდაკლებით უწერენ, თუმცა, განმეორების შემთხვევაში თანხა გაორმაგდება. თავდაპირველად კანონდამრღვევის ავტომობილის ევაკუირება არ მოხდება, მძღოლი ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებას მიიღებს და თუკი სამი დღის ვადაში პრობლემას არ მოაგვარებს, მის ავტომობილს საჯარიმოზე გადაიყვანენ.

აბუ–დაბის პოლიციას უფლება აქვს საჯარომო სადგომზე გადაიყვანოს როგორც ავტომობილები, ისე მისაბმელები და ნავები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები