ვალენტონობაზე, საბრინა კარპენტერმა მეექვსე სტუდიური ალბომის – Short n’ Sweet დელუქს გამოცემა წარადგინა. მასში 5 ბონუს ტრეკი, მათ შორის სიმღერის – Please Please Please ახალი ვერსია შედის, რომლისთვისაც კარპენტერმა დოლი პარტონთან ითანამშრომლა.
აღსანიშნავია, რომ კოლაბორაციაზე კლიპიც გადაიღეს, რომელიც ორიგინალურის ერთგვარ სიქუელად აღიქმება და რიდლი სკოტის 1991 წლის ფილმის – ,,თელმა და ლუიზა” ინსპირაციით შეიქმნა.
სიუჟეტის მიხედვით, შავ-თეთრ მუსიკალურ რგოლში მუსიკოსები მანქანით პოლიციას გაურბიან, საბარგულში კი გატაცებული მამაკაცი ჰყავთ დაბმული.
სპეკულაციის თანახმად, ახალი კლიპით, რომელშიც ნიჩაბიც ფიგურირებს, საბრინამ ყოფილი შეყვარებული ,,დაასამარა” და ოფიციალურად მიგვანიშნა, რომ ბოიფრენდს, ბარი კეოგანს დაშორდა. ფანების მტკიცებით, დუეტის ვიზუალურ ნამუშევარში მამაკაცი პერსონაჟი, რომლსაც თავზე ტომარა აქვს ჩამოცმული, სწორედ კეოგანს განასახიერებს, რადგან მას იმავე მაისურში ვხედავთ, როგორიც მსახიობს ორიგინალური სიმღერის კლიპში ეცვა.
საბრინა კარპენტერის ახალ კლიპში მისი ბოიფრენდი მონაწილეობს
შეგახსენებთ, რომ საბრინა კარპენტერისა და ბარი კეოგანის რომანის შესახებ 2023 წლის დეკემბერში ალაპარაკდნენ. ხმები მათ დაშორებაზე, გასული წლის ბოლოს გავრცელდა.
