ვენდი ვეინი ყოფილმა მეუღლემ ისე გააბრაზა, რომ მისი მოკვლა გადაწყვიტა.
მიჩიგანელი ქალი გამოსავალს ინტერნეტ სივრცეში ეძებდა და შემთხვევით გადააწყდა ერთ ვებგვერდს, სადაც დაჰპირდნენ, რომ მის დელიკატურ სიტუაციას ანონიმურად და სწრაფად მოაგვარებდნენ.
საიტზე აღნიშნული იყო, რომ 18 ათასამდე თანამშრომელი ჰყავდათ და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა აშშ-ს ნებისმიერ ნაწილში შეეძლოთ. ვენდისაც ბევრი არ უფიქრია, სპეციალური ფორმა შეავსო და კონსულტაციას დაელოდა.
კომპანიიდან მას უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა და ქმრის მოკვლისთვის ვენდიმ მას 5 ათასი დოლარი შესთავაზა. გამწარებულმა ქალმა მკვლელობის სასურველი ფორმა „გაგუდვაც“ დააკონკრეტა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მამაკაცი ადგილობრივი აქტივისტია და იმ ადამიანებს პოულობს, ვინც ქილერებს ეძებს. შემდეგ კი ინფორმაციას სამართალდამცავებს აწვდის. ვენდის შემთხვევაშიც ასე მოხდა და ქალი ამჟამად სასამართლო პროცესს ელოდება.