LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი…მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას“ – კობა ფარტენაძე საზოგადოებას აფრთხილებს

384
2026-02-18_23-53-34_257293

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე საზოგადოებას უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს უზიარებს.

როგორც პროგნოზში ვკითხულობთ, ხვალ ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

„19 თებერვალს საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი.
დაბლობსა და ბარში წვიმა, ზამთრის კურორტებზე – თოვლი, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი.

პერიოდულად (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც) გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ტემპერატურა არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმული სიტუაცია.

გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები:

  • ტრანსპორტის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
  • უზრუნველყავით აივნებზე ნივთების უსაფრთხოება.
  • მოერიდეთ ხეების ქვეშ გაჩერებას ძლიერი ქარის დროს
  • ყურადღება მიაქციეთ ღუმელებისა და ბუნებრივი აირის წყაროების უსაფრთხო გამოყენებას.
  • ერთად ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე და მოვემზადოთ ამინდის ცვლილებისთვის, უამინდობა დიდხანს არ გაგრძელდება – საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებს“, – წერს კობა ფარტენაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g