LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჯავახიშვილი: „ჩემი ძმის ქორწილში არ წავედი იმის გამო, რომ რეპეტიცია არ გამეცდინა…“

238
ანა ჯავახიშვილი

იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და როგორია მსახიობ ანა ჯავახიშვილის გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებით, ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

– კარიერისტი ხარ?

– ამასთან დაკავშირებით ეს კითხვა მახსენდება – კარიერა თუ ოჯახი? საბედნიეროდ, ამაშიც იღბლიანი აღმოვჩნდი. ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, რომელიც ამ არჩევანის წინაშე არ მაყენებს.

დროის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არის პერიოდები, როდესაც დილით გავდივარ და შეიძლება, ღამის ხუთ საათზე მოვიდე სახლში. შესაბამისად, ასეთ მომენტში ოჯახზე ზრუნვას ნაკლებად ვახერხებ, მაგრამ არის პერიოდები, მაგალითად, ახლა, როცა არანაირი ვალდებულება არ მაქვს, გარდა ჩემს ოჯახზე ზრუნვისა, აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დავაბალანსო.

– წარმატებისთვის დიდი მსხვერპოლის გაღება თუ შეგიძლია?

– თუ მსხვერპლს დავარქმევთ ჩვენს დროს, ენერგიას, და ჯანმრთელობას, კი, რა თქმა უნდა, შემიძლია. ბავშვობაშიც სკოლაში დასვენების დღეები არ გვქონდა. ჩემი ძმის ქორწილი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ბალეტის რეპეტიცია არ გამეცდინა, ქორწილში არ წავედი. მხოლოდ ღამე, ათის შემდეგ მივედი, ჯვრისწერა გამოვტოვე და მხოლოდ რესტორანში მივედი, თანაც გვიან. ეს რომ მახსენდება, არც სხვა რამეზე მიჭირს უარის თქმა. მოთმინების უნარია საჭირო, საკუთარ თავს არწმუნებ, რომ შენ აქ უფრო საჭირო ხარ, რადგან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები