ანჯელინა ჯოლი, რომელმაც „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა, ახალ ფილმზე მუშაობს. „ნაკერები“ ასე ჰქვია კინოსურათს, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მედიის ინფორმაციით, გადაღებები უკვე დაიწყო და ის პარიზში მიმდინარეობს.
„სწორედ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაიღეს 49 წლის ჯოლი პაპარაცებმა. მსახიობი გვიან ღამით გადაღებებიდან ბრუნდებოდა და როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა. ამ დღეს ჯოლის კრემისფერი ჟაკეტი და გრძელი შავი ატლასის ქვედაბოლო ეცვა. მის „ლუქს“ დიდი ზომის ყავისფერი ჩანთა ასრულებდა.
მოსალოდნელი ტრიუმფი და უნიკალური სილამაზე – ანჯელინა ჯოლი Variety-ის ახალ ნომერში