LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების ახალი დეტალები გაამხილა და მისგან 33 000 დოლარი მოითხოვა

510
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების ახალი დეტალები გაამხილა და მისგან 33 000 დოლარი მოითხოვა

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების ახალი დეტალები გაამხილა და ახსნა, რატომ ითხოვდა Château Miraval-ის ღვინის ქარხნის საქმეზე წვდომას. 50 წლის მსახიობმა ასევე მოითხოვა ყოფილი ქმრისგან 33 000 დოლარი იმ სასამართლო ხარჯების დასაფარად, რომლებიც მან მის შუამდგომლობაზე პასუხის გაცემისას გაიღო.

„მოვლენები, რომლებმაც ყოფილ ქმართან დაშორებამ გამოიწვია, ემოციურად დამანგრეველი იყო ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის“ – ციტირებს Page Six-ს ჯოლის სარჩელის მიხედვით.

მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განქორწინების სარჩელის შეტანით მან პიტს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაუტოვა უფლებები მათი ლოს-ანჯელესის სახლსა და Château Miraval-ის მამულზე.

ანჯელინამ ასევე განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ არც ის და არც მათი შვილები აღარ სტუმრობდნენ მამულს, რადგან ეს ადგილი ასოცირდებოდა „მტკივნეულ მოგონებებთან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მათ დაშორებაზე“.

გრიმი, მუქი ფერის ლინზები, ყალბი წვერი და ხელოვნური მუცელი – გადაცმული ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სანახავად მივიდა? – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ვიდეო: „ჩემი საუკეთესო კოცნა ანჯელინასთან იყო, ის დაბადებულია იმისთვის, რომ მამაკაცები მუხლებზე დააჩოქოს და თავბრუ დაახვიოს“ – 54 წლის ითან ჰოუკი ანჯელინა ჯოლიზე საუბრობს

„მე ის ძალიან მიყვარდა და ამ სიყვარულს არ ვნანობ“ – ბრედ პიტის სკანდალური აღიარება და უახლესი ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები