ანჯელინა ჯოლიმ ოსკარების 96-ე დაჯილდოების ცერემონიის წითელი ხალიჩისთვის თავისი პირველი კაბა შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ იქცა მწერალი, ზულეიკა ჟაუადი. ქალი, რომელმაც ლეიკემია ორჯერ დაამარცხა, მას ეკუთვნის გახმაურებული სტატია The New York Times-ში, „შეწყვეტილი ცხოვრება“.
რაც შეეხება ჯოლის პირველ ქმნილებას, ეს გახლავთ ატლასის გრძელი კაბა, რომელსაც ქვედაბოლოზე მუსიკოსების პრინტი აქვს დატანილი.
შეგახსენებთ, ანჯელინამ გასულ წელს Atelier Jolie შექმნა.
„მე რაღაც ახალს ვიწყებ. ეს იქნება კოლექტივი, სადაც თითოეულს შეეძლება შექმნა. ადგილი, სადაც ადამიანები გამოცდილ კადრებთან და დიზაინერებთან ერთად უამრავ რაღაცებს შეძლებენ“, – განაცხადა ჯოლიმ.
„ატელიე ჯოლი“ – ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში შემოიჭრა