ანჯელინა ჯოლი ქალიშვილებთან, ზაჰარასთან და შაილოსთან ერთად იორდანიაში მდებარე სირიელი დევნილების ბანაკს ესტუმრა.
11 წლის შაილოსთვის ეს მესამე მსგავსი ტიპის შეხვედრა იყო, 13 წლის ზაჰარასთვის კი – პირველი.
Angie with Shiloh and Zahara during UNHCR trip to the Zataari refugee camp in Jordan (Sunday Jan 28/2018) ✨❤️ pic.twitter.com/0IBKZ0WIes
— Angelina Jolie (@ajolieweb) January 29, 2018
ჯოლი სიტყვითაც გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის დევნილების უმეტესობას ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა და ბევრის დღიური ნორმა დღეში 3 დოლარს შეადგენს. მსახიობის თქმით, აუცილებელია გამოსავლის ძებნა, რადგან ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა, რომელსაც ყველა უნდა ებრძოლოს.



