მედიაში, ბრედ პიტის ახალი ფილმის, „ფორმულა 1“– ის „ტრეილერის“ გავრცელებამ, სადაც მსახიობი წელს ზევით შიშველი ჩნდება, მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მას სხეულზე უამრავი ტატუ უჩანს.
კენტავრის ჩონჩხი, ტორნადო, იაპონური კერპები – ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ტატუ მუცელზე ასო „A”-ს და სიტყვა „ომეგას” აერთიანებს – ეს დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოა. ზურგზე ამოტვიფრულია ბობ დილანის სიმღერის ციტატა, მუცლის ქვედა ნაწილზე კი ანჯელინა ჯოლის დაბადების თარიღი შუმერულად.
პიტმა ანჯელინას მრავალი ტატუ მიუძღვნა, მათ შორისაა მისი ინიციალის მქონე ჯვარი და ექვსი შვილის ინიციალები დაბადების თანმიმდევრობით. ყოფილ წყვილს აერთიანებდა რუმის ციტატაც: „ველი სიკეთეს ბოროტების მიღმა, მე შენ იქ გნახავ“. პიტმა ამ ფრაზას მოგვიანებით დაამატა კაცის ფიგურა, რომელიც საკუთარ ჩრდილს უყურებს, სიმბოლო, რომლის მნიშვნელობა უცნობია.
მიუხედავად ხმაურიანი განქორწინებისა, ბრედს ჯერაც არ მოუშორებია ტატუები, რომლებიც ანჯელინას უკავშირდება.
„ტაკოს“ ექსპერტი – 61 წლის ბრედ პიტის ახალი ვიდეო მსოფლიოს ჭკუიდან შლის
ვიდეო: „როგორ ზრუნავს ბრედზე“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე









