მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკი და ჯეი ლო განქორწინდნენ, 52 წლის მსახიობმა და რეჟისორმა გადაცემებში სტუმრობასა და ინტერვიუებს მოუხშირა.
ამჯერად ბენმა ერთ-ერთ პოდკასტში საზოგადოების მხრიდან გადამეტებული ყურადღებასა და პოპულარობის სირთულეებზე ისაუბრა.
მან პოპის პრინცესას, ბრიტნი სპირსის მაგალითი მოიყვანა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„დიდი ხანია, რაც მის მიმართ ემპათია მაქვს… ეს იყო კოლექტიური სისასტიკე. არ ვიცნობ მას პირადად, თუმცა რაც მის თავს ხდებოდა, საშინელება იყო… ძალიან რთულია, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო “, – განაცხადა ბენმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრიტნიმ ბენთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ საღამოს მას აკოცა. ამიტომ ბენის სიტყვები იმის შესახებ, რომ ის ბრიტნის არ იცნობს, კრიტიკის მიზეზი გახდა.
„მაგარი ფოტოა, ის არაჩვეულებრივი მსახიობია. უი, დამავიწყდა მეთქვა, იმ საღამოს მე და ბენმა ერთმანეთს ვაკოცეთ, ჯანდაბა, სიგიჟეა“, – დაწერა სპირსმა და ერთობლივი ფოტოც გაავრცელა.


