მას შეუძლია გააკეთოს აზიდვები, ჩაჯდომები 10 კილოგრამიანი წონებით და არ ჩამორჩეს თანაჯგუფელებს, რომელთა ასაკიც 70 წლით უფრო ნაკლებია.
გაიცანით ედნა შეფარდი, 100 წლის ფიტნესის ფანი.
ედნა საყვარელ სპორტულ დარბაზს კვირაში 5-ჯერ სტუმრობს და როგორც თავად ამბობს, დარბაზი მისთვის მეორე სახლივითაა.
დარბაზის თანამშრომლები და წევრებიც, რომლებიც ქალბატონ შეფარდს უკვე 30 წელზე მეტია რაც იცნობენ, მას ბებოს, დედას ან დეიდას ეძახიან.
ავსტრალიელი ქალბატონი, რომელმაც საიუბილეო თარიღი რამდენიმე დღის წინ იზეიმა, ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარ საიდუმლოდ რეგულარულ ვარჯიშს მიიჩნევს.
ედნა ახალგაზრდობაში ტანვარჯიშით იყო დაკავებული და ძალიან უყვარდა ცეკვაც. ფიტნესი კი მის ცხოვრებაში 1980-იანი წლებიდან გაჩნდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან პირველი აბონემენტი იყიდა და მას შემდეგ დარბაზის ერთგული მომხმარებელია.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს ედნას დარბაზი დაუკეტეს და მთელი ეს პერიოდი ქალბატონი სახლში ვარჯიშობდა.