არიანა გრანდეს გამოჩენა MTV Video Music Awards-ზე, დაჯილდოების ყველაზე მოულოდნელ და გამორჩეულ მომენტად იქცა.
გრანდე წითელ ხალიჩაზე ,,ფენდის” კაბით წარდგა, რომელმაც საზოგადოებას 1988 წლის ,,ოსკარებზე”, ოდრი ჰეპბერნის ლუქი გაახსენა.


თამამად შეიძლება ითქვას, რომ არტისტი საღამოს მთავარი სახე იყო, რადგან ყველა კამერა მისკენ იყო მიმართული და კოლეგებიც ფოტოებს მასთან ერთად იღებდნენ. თავის მხრივ, არიანა მათ მიმართ ემოციებსა და საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, რაც ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს.
მომღერალი დაჯილდოების სცენაზეც ვიხილეთ. მინიჭებული 7-დან მას ჯილდო 3, მათ შორის მთავარ – ,,წლის ვიდეოს” ნომინაციაში მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური საი-ფაი ფილმისთვის – Brighter Days Ahead მიენიჭა. Brighter Days Ahead გრანდეს მეშვიდე სტუდიური ალბომის – Eternal Sunshine და მისი 2025 წლის ხელახალი გამოცემის თანმხლები ნაწარმოებია, რომლის თანარეჟისორი, თავად შემსრულებელია. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ არიანას სარეჟისორო დებიუტი შედგა.
აღსანიშნავია, რომ არიანამ აუდიტორია სამი განსხვავებული ჩაცმულობითაც მონუსხა. მერაია ქერის წარდგენისას და ჯილდოების მიღებისას, მას ,,ჟივანში”, ტამარა რალფი და სტივ ო სმიტი ეცვა.
ცნობისთვის, ბოლოს არიანა გრანდე MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას 2018 წელს დაესწრო, 2020-ში კი ის ლედი გაგას სპეციალურ პერფორმანსს სტუმრის სტატუსით შეუერთდა.