რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად?
დერმატოლოგი, ზაზა თელია ხშირად დასმულ კითხვებზე გამომწერებს პასუხობს.
ცნობილი ექიმი ამბობს, რომ არსებობს მითი, თითქოს ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება:
„ ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.
ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან – 73%, პოლი-გაუჯერებელი – 11%, გაჯერებული ცხიმები – 14%.
არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა “ძლიერი შეწვა”.
მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
კვლევებით დადასტურდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირასი, სიმინდის და სოიის ზეთები.
ასე რომ ზეითუნის ზეთი საუკეთესოა“, – წერს თელია სოციალურ ქსელში.
🛑 რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად? 🤔 🛑 ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია…
Posted by Zaza Telia on ორშაბათი, 13 ოქტომბერი, 2025