LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, რუსთავში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

197
111-policia-lentiaaa-2020-12-01_17-30-47_930638

არსებული ინფორმაციით, რუსთავში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 6 წლის ბავშვს და მის 30 წლამდე დედას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 6 წლის ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“ფორტუნა” მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები