ბენ აფლეკმა ჯეი ლოსთან განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, უზარმაზარი ფურგონი შეიძინა. „სახლი ბორბლებზე“ პაპარაცებმა მსახიობის, ბრენტვუდში მდებარე ნაქირავებ ვილაში შენიშნეს.
მედიაში მალევე გავრცელდა ვარაუდები, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რთული პერიოდის გადასალახად ბენი სოლო-მოგზაურობაში გამგზავრებას გეგმავს, ზოგიც ფიქრობს, რომ მას შვილების სამოგზაუროდ წაყვანა სურს, ტაბლოიდების ნაწილი კი წერს, რომ ბენი და ჯეი ლო შვილებთან ერთად გეგმავენ განსაკუთრებულ მოგზაურობაში წასვლას.
„ასე ხან ჯეი ლოს ეზოში დააპარკინგებს, ხანაც ჯენიფერ გარნერის“, „დიდი მოგზაურობა იწყება?“, „ორივე ჯენიფერი მიჰყავს?“, – არ წყდება სახალისო კომენტარები.
„ჩვენი გმირი“ – ჯეი ლო ბენ აფლეკის ფოტოს ავრცელებს
ვარაუდი გამართლდა – სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბენ აფლეკი კვლავ ალკოჰოლს მიეძალა