LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი არსებისგან ნუთუ მისაღებია რაიმე საჩუქარი, მით უფრო ჩვენთვის ქართველებისთვის?!.. ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანაში..“ – ნიკოლოზ რაჭველი პუტინის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

1191
fot (3)

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სამწუხარო ფაქტს უწოდებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ.

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

„ეჰ რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…

თან რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს, რაშიც ერთსულოვნები ვიქნებით…

და სადაც აქამდე ითმენდნენ სავიზო რეჟიმს და შემოვლით ფრენებს ჩვენი მოქალაქეების ის ნაწილი, ვინც რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს, ცოტა კიდევ მოეთმინათ და პუტინის რეჟიმის განეიტრალების შემდეგ შედარებით აზრზე მოსულ რუსეთთან დაგველაგებინა სამგზავრო და სავიზო საკითხები…

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

თორემ ახლა ეს ინდულიგენცია რას ნიშნავს და რას მოასწავებს ეგ ხომ იმათთვისაც გასაგებია ვინც პირველივე რეისს მოასხდება მოსკოვის მიმართულებით. და ეს ყველაფერი საერთაშორისოდ აღიარებული ომის დამნაშავის, აგრესორის, მკვლელის, დიქტატორის და ბავშვების სისხლით დასვრილი პუტინის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისადმი სიყვარულის, პატივისცემის და მამობრივი ზრუნვის გამოხატულება რომ არ არის ესეც ხომ არ იწვევს ვინმეში ეჭვებს?!

„ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ…გაუგებარია, რატომ უნდა დავუწესოთ სანქციები საკუთარ მოქალაქეებს” – ირაკლი კობახიძე

ან სულაც ეგრე რომ იყოს ასეთი არსებისგან ნუთუ მისაღებია რაიმე საჩუქარი, მით უფრო ჩვენთვის ქართველებისთვის?! … ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანაში…

ჰოდა ეროვნული შეგნებისა და თავმოყვარეობის პრობლემებისთვის გვაქვს ჯერ მისახედი.

არათუ სოლიდარობას, ელემენტარულ ჰუმანურობას ვკარგავ დღევანდელი სიახლით აღტაცებული და კონიუქტურული ვალდებულების გამო ამ ამბის გამმართლებელი ჩემი თანამემამულეების მიმართ…

და მაინც რა სამწუხაროა ეს ყველაფერი…

დიდება და გამარჯვება უკრაინას!

მშვიდობა და დეოკუპაცია საქართველოს!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g