LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ტურისტებს სოციალურ ქსელებს შეუმოწმებს

112
20200805-border-patrol-FB-folo-3x2

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში შესული ყველა ტურისტის სოციალური ქსელების ბოლო ხუთი წლის მონაცემების მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საბაჟო-სასაზღვრო დაცვის სამსახურის შეტყობინებაში, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში Federal Register (FR) გამოქვეყნდა. 

დაზუსტებულია, რომ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დიდი ალბათობით სავალდებულო გახდება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ვიზა აშშ-ში შესასვლელად.

ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის საბაჟო-სასაზღვრო სამსახური, სოციალური ქსელების მონაცემების გარდა, უცხოელებზე  სხვა ინფორმაციასაც შეაგროვებს. მათ შორის არის ელექტრონული ფოსტის მისამართები და ტელეფონის ნომრები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასევე ოჯახის წევრების სახელები და მისამართები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები