LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 რჩევა იმისთვის, რომ ახალ წელს უფრო მეტი და უკეთესი სექსი გქონდეთ

93
new-years-sex-1280

ფიქრობთ, რომ თქვენი სექსუალური ცხოვრება ერთ ეტაპზეა გაჭედილი?სპეციალისტის რჩევები უკეთესი ინტიმური ცხოვრების ქონაში დაგეხმარებათ.
ახალი წელი კი გაუმჯობესებისა და ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო დროა.

იეჭვიანე
მცირე ეჭვიანობას ზიანის მოტანა არ შეუძლია. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ პარტნიორის სექსუალური მიმზიდველობა და სხვების მხრიდან ინტერესის გამოხატვა, ურთიერთობას სულ სხვა ხიბლს სძენს, ტესტოსტერონს ზრდის და ურთიერთობაში ნაპერწკლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეჭვიანობას თქვენი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია.

უყურეთ პორნოს ერთად
ერთ-ერთი კვლევით დგინდება, რომ იმ წყვილს ვისაც საძინებელში ტელევიზორი აქვს სექსი 2-ჯერ უფრო ხშირად აქვს, ვიდრე მათ ვისაც ტელევიზორი არ აქვს. მიზეზი ისაა, რომ ტელევიზორის მოყვარულ წყვილთა 37% პორნოს უყურებს და სექსუალურ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

არ აჩქარდე
ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც აჩქარება არ უხდება და გახურებაა საჭირო. მაგალითად, მანქანას ზამთარში, კუნთს ვარჯიშამდე, წინა დღის კერძს მირთმევამდე და ა.შ. სექსის დროსაც აჩქარება ძალიან ცუდი აზრია და უმჯობესია ამ პროცესით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.

ვარჯიში
თუ გინდა, რომ საწოლში სასწაულების მოხდენა შეძლო, ცუდი არ იქნება თუკი შესაბამის ვარჯიშებს გააკეთებ. ამისათვის სპეციალური პროგრამებიც არსებობს და მათი დაცვა თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

დაგეგმე სტრატეგია
თუკი ინტიმური ცხოვრება შენთვის მნიშვნელოვანია და მეტ სექსზეც არ იტყოდი უარს, მაშინ პარტნიორზე უნდა კონცენტრირდე. როგორც ექსპერტები ამბობენ, სექსის ხარისხზე გავლენას ახდენს სტრესი, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ პარტნიორს სტრესი მოუხსნათ და მის კომფორტზე იზრუნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები