LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები იჭმევა

107
fgjvfzgx0as4ck5

ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები, რომელიც კანაფის ზეთითაა გაჟღენთილი და შესაბამისად, იჭმევა. ამ გზით გადამზიდ კომპანიას ადგილობრივებში პანდემიის გამო გამოწვეული სტრესის შემცირება სურს.

ბილეთები საკვებად ვარგისი ქაღალდისგანაა დამზადებული, რაც შეეხება კანაფის ზეთს ის ჯანმრთელობისთვის საზიანო მინარევებს არ შეიცავს. ამიტომ, ბილეთები დამამშვიდებლის ფუნქციას ასრულებენ და დამოკიდებულებასაც არ იწვევენ.

ერთი ასეთი ბილეთის ფასი 8,80 ევროა, ჩვეულებრივის ბილეთი კი მხოლოდ 1,90 ევრო ღირს.

მწარმოებელი ყველას აფრთხილებს, რომ ბილეთის მირთმევა მხოლოდ მგზავრობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რადგან მოკბეჩილი ბილეთი ვალიდურად არ ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ ამ გადამზიდს კრეატიული პროექტები წარსულშიც არაერთხელ ჰქონია. მაგალითად, 2018 წელს Adidas-თან კოლაბორაციით გამოუშვა ბოტასების სერია, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის წლიური აბონემენტის ფუნქციაც ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები