LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამე გიწევთ მუშაობა? – მაშინ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ

130
32545

თქვენმა სხეულმა ზუსტად იცის, თუ როდის არის ძილის დრო და როდის სიფხიზლის. ღამით მუშაობა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. გადაწყობას გარკვეული დრო სჭირდება და ამ პროცესში ეს რჩევები დაგეხმარებათ.

გააკონტროლე შუქი, როცა ღამე მუშაობ

სინათლე ტვინს სიგნალს უგზავნის და ანიშნებს თუ როდისაა სიფხიზლის დრო. ამიტომ შუქის გაკონტროლება ძილის გრაფიკის დალაგებაში დაგეხმარებათ. სანამ მუშაობთ, მაქსიმალურად ბევრი ხელოვნური განათება გამოიყენეთ. გამოფხიზლებასა და სამუშაო განწყობის შექმნაში მცირეოდენი კოფეინიც დაგეხმარებათ.
ხოლო როცა მუშაობას დაასრულებთ, დღის შუქს მოერიდეთ, გამოიყენეთ მუქი სათვალე და დააბნელეთ ოთახი სადაც დაძინებას აპირებთ.

დაარეგულირე ძილი

როდესაც ღამე მუშაობას იწყებთ, დღის განმავლობაში ძილი შესაძლოა თავიდან ძალიან გაგიჭირდეთ. იმის გამო, რომ სხეული ამ დროს დასვენებას არაა მიჩვეული, ალბათ ხშირად გაგეღვიძებათ. იმისათვის, რომ სხეული ახალ რუტინას მალე მიეჩვიოს, დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს და მაქსიმალურად ეცადეთ კარგად გამოძინებამდე არ ადგეთ.

სამსახურის შემდეგ ნუ გადაიღლები

როდესაც მუშაობას დაასრულებთ, თქვენ გარშემო ადამიანები დღეს მხოლოდ ახლა იწყებენ, ენერგიულები არიან და შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება რომ ნახოთ მეგობრები, ისაუბროთ ტელეფონზე ან უბრალოდ ფილმს უყუროთ. ეს აქტივობები ტვინის სტიმულაციას იწვევს, რაც მომავალში დაძინებას უშლის ხელს.
ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ მარტივი რუტინა შეინარჩუნოთ, სამსახურიდან პირდაპირ სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ.

იდეალური გარემო ძილისთვის

როდესაც ღამის რეჟიმში მუშაობთ, ძილს მეტი მონდომება ესაჭიროება. თქვენს გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდება და ეს შესაძლოა დიდ გამოწვევად იქცეს. ამიტომ, შეცვალეთ სახლში გარემო ისე, რომ დასვენება კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.
გამოიყენეთ მუქი ფარდები, გამორთეთ ტელეფონი, დაახშეთ გარედან შემომავალი ხმები. თუკი სახლში ოჯახის სხვა წევრებიც არიან, სთხოვეთ მათ მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები