ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი პარიზის აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
Osenat-ის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ არტეფაქტის მოპოვება ბევრ კოლექციონერს მოუნდებოდა და ლოტის სავარაუდო ღირებულება 600 000 – 800 000 ევრო იქნებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ქუდი უცნობმა კოლექციონერმა 1,9 მილიონ ევროდ იყიდა.
ისტორიკოსთა შეფასებით, ეს ქუდი ნაპოლეონის ბრენდად იქცა. ომებში იმპერატორს სწორედ ამ ქუდით ცნობდნენ და ბუნებრივია, მთელი ცხოვრების განმავლობაში მან ასობით ქუდი გამოიცვალა.
თუმცა, დღევანდელობამდე სულ 20-მდე ქუდია შემორჩენილი და მათი დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში ინახება.
ვაჭრობის ფარგლებში საფრანგეთის იმპერატორის სხვა ნივთებსაც გაყიდიან, მაშ შორის – კბილის ჯაგრისს, მაკრატელს და ვერცხლის თეფშს.