LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა მიირთვათ იმისთვის, რომ კონცენტრაციის უნარი გაიუმჯობესოთ – 6 რჩევა დიეტოლოგისგან

77
Capture

ჟენშენი, თევზი, კენკრა თუ ყავა? საკვებს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია – აუმჯობესებს მეხსიერებას, ტვინის ფუნქციონირებას და კონცენტრაციის უნარსაც.
ასე რომ, თქვენს რაციონში სწორი პროდუქტის დამატებით, ჯანმრთელობის უფრო დიდ ხანს შენარჩუნების შანსებს გაზრდით.

ყავა ნამდვილად აფხიზლებს
IQ-ს გასაზრდელად ჯადოსნური ტაბლეტი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ პროდუქტს, მაგალითად კოფეინს ენერგიულობის გაზრდა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია. ყავა აფხიზლებს, თუმცა ეს ეფექტი ძალიან ხანმოკლეა, ზედმეტი ყავის მიღებას კი ზიანის მოტანაც შეუძლია.

შაქარი
შაქარი თქვენი ტვინისთვის საწვავის როლს ასრულებს. საუბარია არა ჩვეულებრივ შაქარზე, არამედ გლუკოზაზე, რომელსაც სხეული მიღებული საკვებისგან გამოიმუშავებს. მაგალითად, ხილის წვენს მეხსიერების გაუმჯობესება და მენტალური შესაძლებლობების გაზრდა შეუძლია.

საუზმე
საუზმის გამოტოვება გიყვართ? არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საუზმის მიღება მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს. გარდა ამისა, მთელი დღის ნაყოფიერად გატარების გარანტიაცაა.

თევზი ნამდვილად ტვინის საკვებია
ომეგა 3-ითა და სასარგებლო ცხიმებით სავსე პროდუქტი ტვინის მთავარ საკვებს წარმოადგენს. ტვინისა და გულის ჯანმრთელობისთვის თევზი კვირაში ორჯერ მაინც უნდა მიირთვათ.

თხილისა და შოკოლადის დღიური დოზა
თხილეული და თესლეული ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინი E-ს მთავარი წყაროა. რაც შეეხება შავ შოკოლადს ის ნატურალურ სტიმულატორებს (ისეთს როგორიცაა კოფეინი) შეიცავს და კონცენტრაციის უნარს ზრდის.

ჯანსაღი დიეტის დადებითი მხარე
შესაძლოა ეს უკვე მილიონჯერ გსმენიათ, თუმცა ნამდვილად სიმართლეა – თუკი თქვენი რაციონი საკმარისი რაოდენობით მინერალებს არ შეიცავს, შესაძლოა კონცენტრაციის უნარი დაქვეითდეს. მძიმე პროდუქტი დაღლილობის გრძნობას იწვევს, იგივე ეფექტი აქვს კალორიების დეფიციტსაც.
იზრუნეთ თქვენს ტვინზე: კარგად დაბალანსებული და სასარგებლო პროდუქტით სავსე დიეტა შეადგინეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები