LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ალანია: „სულ ვნანობ, შალვა რომ პოლიტიკაშია, ამან არაერთხელ მატკინა გული…“

218
ბელა ალანია

ბელა ალანია მეუღლის, შალვა ნათელაშვილისა და პოლიტიკის შესახებ ჟურნალ „თბილისელებიდან“ საუბრობს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ალბათ, ის, რომ ძალიან ვენდობოდი ადამიანებს. არ ვიცი, ცუდი იყო თუ კარგი, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის ვაძლევდი შანსს, უკეთესები ყოფილიყვნენ. თუ ვიცოდი, რომ შურიანი იყო, მტრული განწყობა ჰქონდა და ზურგსუკან ცუდის გაკეთება შეეძლო, ამას არ ვიმჩნევდი. მეგონა, რომ წუთიერი სისუსტე იყო და გაუვლიდა. ამით ვზარალდებოდი, ხშირად მტკიოდა გული. ყველასთან არა, მაგრამ ბევრთან გაამართლა ამ მიდგომამ. წლები რომ გადიოდა, ეს ადამიანები მიბრუნდებოდნენ და უკვე გრძნობდნენ, რომ მე არ შემიძლია შურისძიება, ცუდის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად ვიცოდი. ვიცოდი, მაგრამ ეს არასდროს მიგრძნობინებია.

ვნანობ-მეთქი, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი, რას ვისურვებდი – ძალიან არ მინდოდა, შალვა პოლიტიკაში ყოფილიყო, მაგრამ მე რომ მისი ცოლი გავხდი, ის უკვე ამ საქმეში იყო. არ მეგონა, თუ ამ სფეროში ამდენი ტკივილი და უსამართლობა იქნებოდა. სულ ვნანობ, რომ შალვა პოლიტიკაშია. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ან შალვას რომ შესძლებოდა ჩემი აზრის გათვალისწინება, ალბათ, ეს ასე არ იქნებოდა. მისმა პოლიტიკაში ყოფნამ ძალიან მატკინა გული და არაერთხელ. დაძაბული ვცხოვრობდით მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g