LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან: დასაქმებულებს სამსახურის შემდეგ უფროსების იგნორირების უფლებასაც მისცემენ

60
maxresdefault

ბელგიის მთავრობა აქტიურად მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სამუშაო კვირა მხოლოდ 4 დღით განისაზღვრება. ამასთან, დასაქმებულების უფლებები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, სამუშაო საათების შემდეგ მათ საშუალება ექნებათ მობილური ტელეფონი საერთოდ გამორთონ და უფროსის ზარებს აღარ უპასუხონ.

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ბუნებრივია, მათ ვისაც სრული განაკვეთით მუშაობა ურჩევნია, ასეთ შესაძლებლობას არ დაუკარგავენ და შედარებით მოქნილ გრაფიკს შესთავაზებენ.

ფედერალური ხელისუფლება კანონპროექტს უახლოეს კვირაში განიხილავს და საბოლოო ცვლილებების ამოქმედება რამდენიმე თვეში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიდგომა დაინერგა ისლანდიაში, სადაც სამუშაო კვირის დღეების შემცირებას დასაქმებულები უკვე მუდმივ რეჟიმში ითხოვენ.

ესპანეთში ასეთ პროექტს რამდენიმე კომპანია ტესტავს და საბოლოო შედეგების მიხედვით გადაწყდება მოხდება თუ არა კანონში ცვლილება.

კომპრომისის სახით მთავრობა სამუშაო საათების გაზრდას ვარაუდობს.

ანალოგიური სიტუაცია იქნება ბელგიაშიც, სადაც სამუშაო კვირა კვლავინდებურად 38-40 საათი იქნება და ეს საათები 4 დღეზე გადანაწილდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები