რამდენიმე საათის წინ „ბენიფერის“ „შერეული ოჯახის“ უახლესი ფოტოები გავრცელდა. ამ დღეს ბენ აფლეკი ორ ჯენიფერთან ერთად იმყოფებოდა. საქმე ისაა, რომ ბენისა და ჯენიფერ გარნერის ქალიშვილ, სერაფინას სასკოლო, მუსიკალური კონცერტი ჰქონდა. ამიტომ იქ მთელი ოჯახი შეიკრიბა.
ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ მიემართება შერეული ოჯახი სანტა-მონიკას ქუჩებში, ღონისძიებაზე დასასწრებად. ერთ-ერთ ფოტოზე ბენის დედაც ჩანს, რომელიც ჯეი ლოს ქალიშვილს, ემმას თბილად ესაუბრება.
შობა ორ ჯენიფერთან ერთად – „ბენიფერი“ შობის აღნიშვნას „ექსებთან“ ერთად გეგმავს
მზრუნველი ბენი – „ბენიფერი“ და 14 წლის მაქსი საყიდლებზე გადაიღეს




