ნიუ-იორკში გამართულ ფილმის „ქალი ობობას კოცნა“ პრემიერაზე ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. ეს მათი პირველი საჯარო გამოჩენაა განქორწინების შემდეგ, რომელიც არაერთ უხერხულ მომენტს მოიცავდა.
ინტერვიუს დროს ბენმა ლოპესს საუბარი გააწყვეტინა და ფოტოს გადაღება სთხოვა, რამაც სოციალური ქსელები ააფეთქა. მოგვიანებით კი მსახიობმა სცენიდან მიმართა ყოფილ მეუღლეს და უთხრა: „შენ განსაკუთრებული ხარ“.
ლოპესი პრემიერას ესწრებოდა ტყუპებთან, მაქსთან და ემასთან ერთად, ბენი კი მეტ დეიმონთან ერთად ფილმის პროდიუსერის როლში იყო. ცერემონიაზე ლოპესი ბრწყინავდა „ჰარის რიდის“ დეკორაციულ კაბაში.
„ქალი ობობას კოცნა“ ბილ კონდონის მუსიკალური დრამაა, რომელიც დაფუძნებულია ტერენს მაკნალის, ჯონ კანდერისა და ფრედ ების მიუზიკლზე. ფილმი არგენტინელი მწერლის მანუელ პუიგის 1976 წლის რომანის ეკრანიზაციაა.
სიყვარული არსად წასულა! – „ბენიფერის“ დიდი დაბრუნება – ჯეი ლო და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე
