LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის კრახით გაიფურჩქნა“ – ალექს როდრიგესის უახლესი ფოტოები

514
page

ცნობილმა სპორტსმენმა, ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესთან განშორების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა, თუმცა მან მაინც მოახერხა და ცხოვრება თავიდან დაიწყო.

ბევრი მცდელობის შემდეგ, მან მეორე ნახევარი იპოვა. ალექსი 2022 წლიდან ხვდება ფიტნეს ინსტრუქტორს,  ჟაკი კორდეიროს, რომელთანაც უკვე საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს. ის კარიერაშიც წარმატებულია, სოციალურ ქსელში კი საკმაოდ აქტიური.

„მაბედნიერებ“ – საკურთხეველთან მიტოვებულმა ალექს როდრიგესმა ნამდვილი სიყვარული იპოვა

„ბენიფერის“ განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მედიის ყურადღება ჯეი ლოს ექს საქმროსკენაა მიმართული, რომელიც თავის მხრივ გამომწერებს ახალ ახალი ფოტოებით ანებივრებს და აშკარად ეტყობა, რომ საოცრად ბედნიერია.

„ბენიფერის კრახით გაიფურჩქნა“, „ალბათ როგორი ამაყი და კმაყოფილია“, „კარმის სამართლიანობით ტკბება“, – წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

შეგახსენებთ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა 20 წლის შემდეგ რომანი განაახლეს, ჯენიფერი ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. ჯეი ლომ იგი სწორედ ბენის გამო მიატოვა.

„კარმის სადღეგრძელო“ – ალექს როდრიგესი ფოტოების სერიას ავრცელებს

„აი აქ დასრულდა ყველაფერი“ – მედიაში „ბენიფერის“ ჩხუბის ვიდეო ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები