LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენიფერის რენესანსი“ – სხეულის ენა არასდროს ტყუის – უახლესი ამბები ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის შესახებ

215
page

გასულ კვირას, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექს-წყვილი, ჯეი ლო და ბენ აფლეკი განშორების შემდეგ წითელ ხალიჩაზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. „ბენიფერი“ ფილმის, „ქალი-ობობას კოცნის“ პრემიერაზე გადაიკვეთა. ფოტოგრაფებმა ისინი საკმაოდ ინტიმურ ვითარებაში გადაიღეს, როცა ისინი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყვნენ და ჩურჩულებდნენ.

სიყვარული არსად წასულა! – „ბენიფერის“ დიდი დაბრუნება – ჯეი ლო და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე

კადრების გავრცელების შემდეგ, მედია არ წყვეტს საუბარს მათ შორის ახალი სასიყვარულო ნაპერწკლის გაჩენის შესახებ. ბევრი ფიქრობს, რომ მათ შორის მხოლოდ თბილი და ნოსტალგიური ურთიერთობაა, ზოგის აზრით კი ეს „ბენიფერის რენესანსია“ და მეორედ დაშორებული წყვილს შორის მარადიული გრძნობა არსებობს.

სხეულის ენის ექსპერტმა, ჯუდი ჯეიმსსმა ახსნა, თუ რა ხდება სინამდვილეში ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს შორის.

„ადრე, როცა ისინი ერთად ჩნდებოდნენ, ყოველთვის ჯეი ლო იყო ის, ვინც პოზირებასა და სიყვარულის დემონსტრირებაში უდიდეს ძალისხმევას დებდა, ბენი კი ამ დროს ყურადღებას გაურბოდა და მხოლოდ უჟმური მიმიკებით შემოიფარგლებოდა. ამ შემთხვევაში კი სწორედ ბენი იყო მსუბუქი ფლირტის ინიციატორი, ის ვერც სხეულის ენას მალავდა და ვერც მზერას ნიღბავდა“, – აცხადებს ჯეიმსი

ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს ინტერვიუ გააწყვეტინა – „შენ განსაკუთრებული ხარ!“ – პირველი ერთობლივი გამოჩენა განქორწინების შემდეგ

ასე რომ, თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ სხეულის ენა პრაქტიკულად არასდროს ცდება, შესაძლოა „ბენიფერის“ დაბრუნებას კვლავ 20 წელი აღარ დასჭირდეს და სულ მალე ისინი ვნებიანი კოცნის მომენტში გამოვიჭიროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები