ბრუკლინ ბექჰემის ყოფილი შეყვარებულის, ჰანა ქროსის ინტერვიუ შესაძლოა ბექჰემების ოჯახის შესახებ დაწერილ სკანდალურ წიგნში იყოს წარმოდგენილი, რომელიც ოჯახურ კონფლიქტებსა და კულისებს მიღმა ამბებს გაამჟღავნებს.
მოდელი, ჰანა კროსი ბრუკლინ ბექჰემს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, 2018-2019 წლებში ხდებოდა და ამ პერიოდში ხშირად ესწრებოდა ოჯახურ შეხვედრებს.
წიგნში, რომლის „სამუშაო სათაურია“ Brand Beckham: The Fame, the Feuds, the Fallout, წარმოდგენილი იქნება ბექჰემების ოჯახის კონფლიქტები და სკანდალები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.
„ბექჰემები ამით ბედნიერები ნამდვილად არ იქნებიან, მათთან ერთ დროს ძალიან ახლოს მყოფ ადამიანებს უკვე დაუკავშირდნენ“, – განაცხადა გამოცემა The Sun-თან წყარომ.
ბრუკლინ ბექჰემისა და ჰანა კროსის დაშორების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ურთიერთობაში დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი „არა საჯაროობის შეთანხმება იყო“. დევიდსა და ვიქტორიას სურდათ, რომ ჰანას დოკუმენტისთვის მოეწერა ხელი, თუმცა თავად ბრუკლინმა ამაზე უარი განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური წიგნი მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა გამოვიდეს და შესაძლოა ბექჰემების ოჯახის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები გაამჟღავნოს.


