LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემების ორად გახლეჩილი ოჯახი – კრუზ ბექჰემი ფოტოებს ავრცელებს

395
Untitled design (90)

ბექჰემების ოჯახური დრამის ფონზე, კრუზი ფოტოებს ავრცელებს. როგორც ჩანს, დევიდი და ვიქტორია ზაფხულს სამ შვილთან ერთად ატარებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, უფროს ვაჟთან, ბრუკლინთან და რძალთან, ნიკოლა პელტცთან მიმდინარე უთანხმოება არ შეიმჩნიონ.

ამჯერად კრუზმა მორიგო ოჯახური ფოტოები გაავრცელა, სადაც ის ძმასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთადაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად იმყოფება მისი შეყვარებული, ჯეკი აპოსტელიც.

მზად ხართ დევიდ და ვიქტორია?! – მედიაში ვრცელდება ბრუკლინ ბექჰემის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მან სიდედრ-სიმამრს მიუძღვნა

შეგახსენებთ, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ახალი გულისტკივილის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბრუკლინმა მშობლები და და-ძმა მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან „საქორწინო ფიცის“ განახლების ცერემონიალზე არ დაპატიჟა, მან ისინი არც სამადლობელ სიტყვაში მოიხსენია. სამაგიეროდ, მედიაში გავრცელდა ბრუკლინის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მან სიდედრ-სიმამრ, კლაუდია და ნელსონ პელტცებს მიუძღვნა.

„დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟს ემშვიდობებიან“ – ახალი დეტალები ოჯახური დრამის შესახებ

„ვიქტორია განადგურებულია და სასოწარკვეთილი ულაიქებს პოსტებს, დევიდისთვის კი განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან…“ – ოჯახთან დაახლოებული პირი ბექჰემების დრამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები