LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნულმა კუნძულმა მსურველები უფასოდ საცხოვრებლად მიიწვია – სანაცვლოდ კატებზე ზრუნვაა საჭირო

3066
cats-980x600

მათთვის, ვისაც სურს გაექცეს ყოველდღიურ რუტინას, იცხოვროს მყუდრო ბერძნულ კუნძულზე და ამავე დროს უყვარს კატები, უნიკალური შესაძლებლობა გამოჩნდა – უფასო ცხოვრება ზღვისპირა კურორტზე.

ეგეოსის ზღვის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კუნძულზე სიროსზე, დაახლოებით 3 ათასი უსახლკარო კატა ცხოვრობს. მათზე ზრუნავს საქველმოქმედო ორგანიზაცია Syros Cats, რომელიც ცხოველებს კვებავს, მკურნალობს და სტერილიზაციას უტარებს. ორგანიზაციამ მოხალისეები მოიწვია, რომლებიც მზად არიან გარკვეული დროით კუნძულზე იცხოვრონ და კატებზე იზრუნონ.

მოხალისეებს არ მოუწევთ გადახდა საცხოვრებლისთვის, კომუნალურებისთვის და საუზმისთვის. თუმცა სანაცვლოდ მათ ელით საკმაოდ დატვირთული სამუშაო:
კვირის სამუშაო დღეებში, ყოველდღიურად დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში, მოხალისეებმა უნდა გაწმინდონ კატების ტუალეტები, მოუარონ მათ ბეწვს, იმუშაონ ბაღში, დაეხმარონ უსახლკარო კატების დაჭერასა და მოვლაში, მისცენ მედიკამენტები და საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანონ ცხოველები ვეტერინართან – განსაკუთრებით ავადმყოფი, დაშავებული ან აუცრელი კატები.

გარდა ამისა, მათ დაევალებათ ტურისტებთან კომუნიკაციაც – იმ ადამიანებთან, რომლებიც საქველმოქმედო პროგრამით დაინტერესდებიან და მათთვის მცირე ექსკურსიების ჩატარება.

ორგანიზაციის განმარტებით, მოხალისეები უნდა იყვნენ მომზადებულები, მოწიფულები, ჯანმრთელები და დამოუკიდებლები. უპირატესობა ენიჭებათ 25 წელს გადაცილებულ კანდიდატებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ვეტერინარულ კლინიკებში ან მსგავს საქველმოქმედო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლიათ ოჯახებს ბავშვებით ან საკუთარი შინაური ცხოველებით.

2026 წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია დიდი ინტერესის გამო, თუმცა Syros Cats დაინტერესებულ პირებს ურჩევს, თვალი ადევნონ ორგანიზაციის სოციალურ ქსელებს, სადაც მომავალში ახალი განაცხადების მიღების ეტაპები გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები