7 ნოემბერს, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ,,გრემის” 68-ე დაჯილდოების ნომინატებს დაასახელებს. დაჯილდოების ცერემონია, 2026 წლის 1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
მომავალი წლის ,,გრემის” ნომინანტთა გამოცხადებისა და გამართვის თარიღები ცნობილია
აღსანიშნავია, რომ თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ,,გრემი” ყველაზე მეტჯერ მამაკაც არტისტებს აქვთ მოგებული. ამ მხრივ რეკორდსმენი გეორგ შოლტია, რომელსაც კარიერის განმავლობაში, 31 ,,გრემი” გადაეცა.
ქალ არტისტებს შორის, ყველაზე მეტი ,,გრემი” ბიონსეს აქვს მოგებული. ის ,,გრემის” ისტორიაში ასევე ერთადერთი არტისტია, ვინც ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 35-ჯერ მიიღო.

27 მინიჭებული ,,გრემით” მეორე ადგილს თემატურ რეიტინგში, ელისონ კრაუსი იკავებს.
მესამე პოზიციაზე არეტა ფრანკლინია. ,,სოულის დედოფალმა” კარიერის განმავლობაში, 18 ,,გრემი” დააგროვა.
ალიშა ქისი და სისი უაინანსი 17-17 ,,გრემის” ინაწილებენ.
16 ,,გრემი” აქვს მოგებული ადელს.
14-14 ,,გრემით” ჩამონათვალში ტეილორ სვიფტი და ლედი გაგაც შედიან.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემი” მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია 1959 წლიდან სხვადასხვა ჟანრის ასამდე ნომინაციაში გასცემს. დაჯილდოების ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული არაჟანრობრივი ნომინაციები – ,,წლის ჩანაწერი”, ,,წლის ალბომი”, ,,წლის სიმღერა” და ,,საუკეთესო ახალი არტისტია”, რომლებიც ,,დიდ ოთხეულად” იწოდება. ,,გრემი” საპატიო ადგილს იკავებს ისეთ აღიარებულ ჯილდოებს შორის, როგორებიცაა: კინოში – ,,ოსკარი”, ტელევიზიაში – ,,ემი”, ხოლო თეატრში – ,,ტონი”.