ცოტა ხნის წინ, „კინომსახიობთა გილდიის“, SAG Awards-ის რიგით 31-ე დაჯილდოება გაიმართა. მთავარი პრიზი დემი მურმა ფილმისთვის, „სუბსტანცია“ მიიღო.
SAG Award-ის 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია – ფოტოგალერეა
როგორც ყოველთვის, მური საოცარ ფორმაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. 62 წლის მსახიობმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და 6 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს სამზადისის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა გაუზიარა.
SAG Awards-ის დაჯილდოებაზე დემი მურს „ბოტეგა ვენეტას“, ტყავისა და ქსოვილის კომბინაციით შექმნილი, ავანგარდული სტილის კაბა ეცვა და Tiffany & Co.-ს ყელსაბამი ამშვენებდა.
კაბა – „ეგზოტიკური პეპლის ფრთები“ – 62 წლის დემი მურის თვალწარმტაცი გაშრიალება