ტაბლოიდების ცნობით, ბრედ პიტმა ორ შვილთან ურთიერთობა საკმაოდ უხეშად გაწყვიტა და ამით ანჯელინა ჯოლის განრისხებაც გამოიწვია. საუბარია წყვილის ნაშვილებ ორ ვაჟზე, პაქსსა და მედოქსზე, რომელთანაც პიტს თავიდანვე არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა.
წყაროს ცნობით, პაქსი Chateau Marmont-ის სახლში ნასვამ მდგომარეობაში შენიშნეს, ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
„ბრედს საერთოდ არ აინტერესებს, რას აკეთებს პაქსი. მას მიაჩნია, რომ მათი ურთიერთობა გამოუსწორებელია“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ


