LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედ, შენ რაღა გაიკეთე სახეზე?!“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები და ატეხილი აჟიოტაჟი

923
page

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ბრედ პიტი საბერძნეთში ახალი ფილმის, The Riders გადაღებებზე ჩავიდა. ფილმის რეჟისორი ედვარდ ბერგერია, ხოლო სცენარი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, ტიმ ვაინტონის ამავე სახელწოდების რომანს. წიგნი ფსიქოლოგიურ დრამას წარმოადგენს და ადამიანის შინაგან სამყაროსა და ურთიერთობების სირთულეებს იკვლევს. პროექტის დეტალები ჯერჯერობით სრულად არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი ემოციურად დატვირთული ისტორია იქნება.

Brad Style – პიჟამა-შარვალი, იისფერი კომბინეზონი და უშრეტი შარმი – 62 წლის ბრედ პიტი კუნძულ ჰიდრაზე ახალი ფილმის გადაღებებზე დააფიქსირეს

გადასაღები მოედნიდან ახალი ფოტოები გავრცელა, სადაც 62 წლის პიტი საკმაოდ შეცვლილია. კადრებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ ინექციური კოსმეტოლოგისაა და პლასტიკური ოპერაციების ეპოქაში გაახალგაზრდავების პროცედურებს ბრედ პიტმაც მიმართა. თუმცა ცხადია, ჯერჯერობით ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით შესაძლოა ეს მხოლოდო და მხოლოდ როლისთვის გაკეთებული გრიმი იყოს.

„ბრედ, შენ რაღა გაიკეთე სახეზე?“, „ასე რატომ იცვლებიან ეს მსახიობები?!“, „ეს ალბათ უბრალო გრიმია“, – არ წყდება კომენტარები.

საბერძნეთში მზემ გამოანათა! – მუდამ შარმიანი და გემოვნებიანი ბრედ პიტი ინეს დე რამონთან ერთად ფილმის გადაღებებზე – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები