დიდ ბრიტანეთში, 8 მოზარდმა ლონდონის მეტროს ყველა სადგური მოიარა და ამისთვის 18 საათი, 8 წუთი და 13 წამი დასჭირდა. გინესის წიგნის ინფორმაციით, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია.
ახალგაზრდებმა დასახული მიზნის მიღწევა მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლეს, რადგან პირველი 2 მარშრუტი არც თუ ისე ხელსაყრელი აღმოჩნდა. რეკორდსმენებმა წინა რეკორდის თითქმის 2 საათით გაუმჯობესება შეძლეს.
მოზარდებს გზად არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, გაითიშა ელექტროენერგია, აირია მატარებლების განრიგი, იყო დაგვიანებები, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი იდეალურად მოასწრეს.