ბრიტნი სპირსს ამერიკული ლგბტ-ორგანიზაცია GLAAD სპეციალურ პრემიას გადასცემს. მომღერალი ჯილდოს სახელწოდებით „ავანგარდი“ მიიღებს, რომელიც მას ლგბტ-საზოგადოებისთვის შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა.
აქამდე, ანალოგიური პრემიები ისეთმა ვარსკვლავებმა დაიმსახურეს, როგორიც ჯენიფერ ლოპესი, შერი და ჯანეტ ჯექსონი არიან.
დაჯილდოების ცერემონია 12 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.
A post shared by Britney Spears (@britneyspears) on