ბექჰემების ოჯახური დაძაბულობის ფონზე, ბრუკლინი მორიგ სვლას აკეთებს, რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი კავშირი მშობლებთან, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებთან სულ უფრო და უფრო მყიფე ხდება.
ახლახან მან დიდი პატივისცემა გამოხატა თავისი მეუღლის, ნიკოლა პელტცის მილიარდერი მამის, ნელსონ პელტცის მიმართ და მას დაბადების დღე „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული პოსტით მიულოცა.
მან სიმამრთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და დაწერა:
„დაბადების დღეს გილოცავთ, ძალიან გვიყვარხართ“.
საინტერესოა, რომ ბრუკლინმა ერთდროულად „დააიგნორა“ ორივე მშობლის დაბადების დღე და არც დევიდის გრანდიოზულ, 50 წლის იუბილეზე გამოჩენილა.
„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია. სწორედ ბრუკლინის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ნიკოლას მიმართ გახდა ბექჰემების ოჯახის, დევიდისა და ვიქტორიას შეშფოთების საგანი. ბრუკლინი ნიკოლას გამო ყველაფერზეა წამსვლელი და კი ხედავთ, რაც მოხდა“, – აცხადებს წყარო.
„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია“ – ბექჰემების უფროსი ვაჟი პოსტს ავრცელებს


