ჩინეთის ქალაქ ტაინძიში, 12 აგვისტოს საშინელი აფეთქება მოხდა, რის შედეგად კომპანია ”ტოიოტამ” მუშაობა შეწყვიტა. მომხდარმა დააზიანა ბაზაზე არსებული ყველა ავტომობილი და შენობა. რაც შეეხება მომუშავე პერსონალს, მცირედი დაზიანებებით რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ”ტოიოტასი”, აფეთქების ტალღამ აგრეთვე დააზიანა კომპანია ”სუბარუს” ”შოურუმი”, რომელიც გაურკვეველი ვადით დაიხურა. აგრეთვე დაზიანდა ქალაქის პორტთან მყოფი ”მაზდას” და ”რენოს” ფირმის ავტომობილების ნაწილიც.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, აფეთქების საერთო ზარალი 10 ათას ავტომობილზე მეტს შეადგენს.